Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა - მევენახეობის ფაკულტეტი 1954 წელს. 1970-1974წწ. იყო აგროქიმიის მომსახურების საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი; 1974 წლიდან - საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. დაამუშავა ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, შეისწავლა სასუქების გავლენა ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურის პროდუქციის ხარისხზე და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1981). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.710; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.273; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.293 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |