შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვირშელი![]()
ბიოგრაფიავირშელი იყო ცხრაზმისხევის (ქსნის) ერისთავი XIV საუკუნის I ნახევარში, ლარგუელ II-ის ძე, გიორგი V ბრწყინვალის თანამედროვე. ვირშელი მეფესთან ერთად ებრძოდა "ოსთა გორს მყოფთა". გორის აღების შემდეგ უთანხმოება მოხდა ქსნის ხეველებსა და არაგვის მთიულებს შორის. უფლისწულ დავით გიორგის ძის წინააღმდეგობის მიუხედავად შეტაკება მაინც მოხდა. არაგვისხეველები დამარცხდნენ. ვირშელის ერისთავობაში ქვენიფნევს საზრდოობდა 55 სახლი "უძლურთა და დავრდომილთა", "და სამარადისოდ ყოველი პატრონისა ტაბლისაგან მიეცემოდა დღითი დღე". ვირშელს და მის მეუღლე გვანცას ჰყავდათ სამი ვაჟი: ქუენიფნეველი, იოვანე და გიორგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.277
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |