The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვირშელი

Date of birth:13??
Date of death:13??
Category:Nobleman

Biography

ვირშელი იყო ცხრაზმისხევის (ქსნის) ერისთავი XIV საუკუნის I ნახევარში, ლარგუელ II-ის ძე, გიორგი V ბრწყინვალის თანამედროვე. ვირშელი მეფესთან ერთად ებრძოდა "ოსთა გორს მყოფთა". გორის აღების შემდეგ უთანხმოება მოხდა ქსნის ხეველებსა და არაგვის მთიულებს შორის. უფლისწულ დავით გიორგის ძის წინააღმდეგობის მიუხედავად შეტაკება მაინც მოხდა. არაგვისხეველები დამარცხდნენ. ვირშელის ერისთავობაში ქვენიფნევს საზრდოობდა 55 სახლი "უძლურთა და დავრდომილთა", "და სამარადისოდ ყოველი პატრონისა ტაბლისაგან მიეცემოდა დღითი დღე". ვირშელს და მის მეუღლე გვანცას ჰყავდათ სამი ვაჟი: ქუენიფნეველი, იოვანე და გიორგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.277


Share: