შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვირშელ იოანეს ძე![]()
ბიოგრაფიავირშელი იოანეს ძე იყო(გარდაიცვალა დაახლოებით XV საუკუნის დამდეგს), ცხრაზმისხევის(ქსნის) ერისთავი. ერისთავობის პირველსავე წელს ააშენა წმინდა ნიკოლოზის ქვიტკირის ეკლესია. შემოიმტკიცა დვალები, მნაველები, თრუსოსხეველები, მოხევეები, ფადელ-ცხვატელნი. თემურლენგის 1400 წლის შემოსევის დროს, გიორგი VII-ის დასავლეთ საქართველოში გადასვლის შემდეგ, ვირშელ იოანე ძე დედაწულით ბეხუშის ციხეში შეიხიზნა. თემურლენგს ბურდიასშვილი ვირშელი გამოუძღვა და მტრის ლაშქარმა "შემუსრა ყოველი ციხენი და დააქცივნა ყოველნი საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი". მაშინ ვირშელმა ხიზნები ქნოღოს ციხეში გადაიყვანა, თვითონ ბუხუშის ციხესთან შეება მტერს, ხეობის ვიწროებში დაამარცხა თემურლენგის ლაშქარი და გამარჯვებული მიბრუნდა ქნოღოს ციხეში. მტრის შემოსევით ისარგებლეს დვალებმა და უღალატეს ვირშელს. ლიხთიმერეთიდან გადმოსულმა გიორგი მეფემ და ერისთავმა ამის გამო დვალებზე გაილაშქრეს, დაამარცხეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი და "დაფლული მრავალი განძი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.277
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |