შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ვიხოდცევა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1917–1920 წლებში სწავლობდა თბილისში ა. ინოჩენცის, 1920–1921 წლებში მ. მორდკინის კერძო საბალეტო სტუდიებში, ხოლო 1921–1926 წლებში მ. პერინის საბალეტო სკოლა-სტუდიაში. 1924–1937 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი მოცეკვავე იყო(ცეკვავდა წამყვან პარტიებს როგორც ქართულ ისე საზღვარგარეთულ ბალეტებში), 1936–1991 წლებში იყო თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კლასიკური ცეკვის პედაგოგი. მან აღზარდა არაერთი შესანიშნავი მოცეკვავე (ნ. ანანიაშვილი, ლ. მითაიშვილი, ლ. ბაბკოვა, თ. სანაძე, ი. ზელენსკი და სხვ.), რომლებმაც სახელი გაითქვეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ბალეტის მსახიობი, კლასიკური ცეკვის პედაგოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.282 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |