The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ვიხოდცევა

დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1993  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1917–1920 წლებში სწავლობდა თბილისში ა. ინოჩენცის, 1920–1921 წლებში მ. მორდკინის კერძო საბალეტო სტუდიებში, ხოლო 1921–1926 წლებში მ. პერინის საბალეტო სკოლა-სტუდიაში.

1924–1937 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი მოცეკვავე იყო(ცეკვავდა წამყვან პარტიებს როგორც ქართულ ისე საზღვარგარეთულ ბალეტებში), 1936–1991 წლებში  იყო თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კლასიკური ცეკვის პედაგოგი. მან აღზარდა არაერთი შესანიშნავი მოცეკვავე (ნ. ანანიაშვილი, ლ. მითაიშვილი, ლ. ბაბკოვა, თ. სანაძე, ი. ზელენსკი და სხვ.), რომლებმაც სახელი გაითქვეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ბალეტის მსახიობი, კლასიკური ცეკვის პედაგოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.282

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: