Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზესოფელი, ქედის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2010 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 2012 წელს; ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო და შედარებითი სამართლის მაგისტრატურა 2014 წელს; 2014 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; კანონის უზენასეობა გლობალური განვითარებისათვის - მაგისტრი - ლოიოლას ჩიკაგოს უნივერსიტეტის რომის ფელიჩის ცენტრი (2018-2019 წწ., აშშ, იტალია); ევროკავშირის სამართალი და ეკონომიკა - რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლა ( Riga Graduate 2022-2023 ნატოლინის კვლევითი პროგრამა - Natollin Fellowship Program , College of Europe (Warsaw, Poland) 2024-2025. 2009-2010წწ. იკავებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის პოზიციას სისხლის სამართლის მიმართულებით; 2010-2012წწ. მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად; 2012-2014წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის აპარატის მთავარი სპეციალისტი; 2014-2021წწ. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი; 2021-2022 წწ. მრჩეველი ენერგო-სამართლის მიმართულებით - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგო-ეფექტურობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; 2022- 2024 (აგვისტო) - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იურიდიული დეპარტამენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია; 2025 წლიდან გარე ექსპერტი - გარემოსდაცვითი სამართალი, CENN - რეგიონული განვითარების ორგანიზაცია; 2025 წლიდან კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU); კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო სამართლის, ევროპული სამართლის მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში. არის ავტორი სტატიებისა: "კოვიდ 19 და საერთაშორისო სამართალი" (batumelebi.netgazeti.ge), "რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები" (batumelebi.netgazeti.ge), "ესპანური ელ-კლასიკო – მადრიდი კატალონიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალში" (batumelebi.netgazeti.ge), "ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე "ახალგაზრდა" სასამართლო ბრექსითის შესახებ" (batumelebi.netgazeti.ge). საერთაშორისო სამართლის მკვლევარი. წყარო: chicago.academia.edu; luc.edu Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |