Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ტამბოვის გუბერნია. დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888 წელს აღიკვეცა ბერად. მალევე აკურთხეს ეპისკოპოსად. 1891 წლიდან განაგებდა სამარის ეპარქიას. საქართველოს ეგზარქოსად ყოფნის დროს ვლადიმერის ინიციატივით დაარსდა მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტი, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამისიონერო საქმიანობას. ამ მიზნით თბილისის მოლოკნებით და სხვა სექტანტებით დასახლებულ უბნებში დააარსა სამისიონერო სასულიერო-საგანმანათლებლო ძმობა, ააგო ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც გაიხსნა ბიბლიოთეკა. ასევე ზრუნავდა სასულიერო სასწავლებლებში სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ვლადიმერის ეგზარქოსობის დროს, 1894 წელს ქუთაისში დაარსდა სასულიერო სემინარია. მისი ხელშეწყობით 1894 წელს ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა რუსეთის სინოდში გაგზავნილი მოხსენებით ამხილა ეგზარქოსების მიერ ქართული ეკლესიის ჩაგვრა-შევიწროება, მოითხოვდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გაუქმებას, ეპარქიების რაოდენობის გაზრდას და სხვ. 1898 წელს ვლადიმერი გადაიყვანეს მოსკოვის მიტროპოლიტად. 1912 წლს პეტერბურგის, შემდეგ ლადოგის, 1915 წლიდან კი უკრაინის ეპარქიას განაგებდა. 1918 წელს კომუნისტებმა წამებით მოკლეს. რუსულმა ეკლესიამ ვლადიმერი წმინდანად შერაცხა. საქართველოს IX ეგზარქოსი (1892–1898). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.282
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |