Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა სალუქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში. ლექსების წერა 6 წლის ასაკიდან დაიწყო; 1975 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. 4 პიესა მის სიცოცხლეშივე დაიდგა სახელმწიფო აკადემიური თეატრების სცენებზე; 1992 წელს საქართველოში დაარსებული ლიტერატურული "პენკლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; თარგმნა ჰიუგოს, კოპიეს, ნერვალის, ლეკონტ დე ლილის, ვერლენის, რემბოს ლექსები. ლიტერატურული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც. მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტში როგორც რედაქტორად, ასევე რეჟოსორად და გადაცემის წამყვანად; შემდეგ დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში", კინოსტუდია "ქართულ ფილმში";1993 წელს მისი იდეით შეიქმნა ორიგინალური ფორმის გაზეთი-კალენდარი "ორიონი". სიცოცხლის ბოლო წლებში იყო დამოუკიდებელი საინფორმაციო-სარეკლამო სტუდია "რენესანსის" ხელმძღვანელი. გადამღებ ჯგუფთან ერთად მოიარა მთელი საქართველო და გადაიღო დოკუმენტური ფილმი საქართველოს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სამეცნიერო პოტენციალის შესახებ. ფილმს უწოდა "არჩევანი". 1978 წელს მთავარი როლი ითამაშა რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმში "მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა". პოეტ ანზორ სალუქვაძისა და კომპოზიტორ ინოლა გურგულიას შვილი. წყარო: karibche.ambebi.ge; წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.277- Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |