შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ მშვენიერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლევანევსკის სახელობის სამხედრო-საზღვაო საავიაციო სასწავლებელი 1946 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი - 1953 წელს. 19558-1970წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1970-1972წწ. სექტორის გამგე; 1972-1978წწ. იუნესკოს სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორი; 1969 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, ანტიკომუნიზმისა და ბურჟუაზიული პოლიტოლოგიის კრიტიკა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965). წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ., 1984.-გვ.244 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |