The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ სარაჯიშვილი

გურამ სარაჯიშვილი
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1941
გარდაცვ. თარიღი:8 ივნისი, 2007  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჯიქიას სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

1967-1970წწ. სწავლობდა ლენინგრადის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში საოპერატორო ფაკულტეტზე.

1958-1974წწ. მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში; 1974 წლიდან საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში. გადაღებული აქვს 50-მდე დოკუმენტური ფილმი. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "შეხვედრა ლადო გუდიაშვილთან" (დოკუმენტური, 1976), "ვერიკო ანჯაფარიძე" (დოკუმენტური, 1976), "დიდი ოჯახი" (დოკუმენტური, 1977), "გზა"(დოკუმენტური, 1981), "ბორის პაიჭაძე" (დოკუმენტური, 1990), "მახსოვს ხარაგაული" (დოკუმენტური, 1999) და სხვ.; გადაღებულია ფილმში: "შუა კაცი" (ძია ლექსო, 1985).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ გვერდი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: