The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური ვორონოვი

იური ვორონოვი
Date of birth:1 June, 1874
Date of death:10 December, 1931  (at 57 years)
Category:Biologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია1894 წელს ოქროს მედალზე. სწავლობდა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, 1896 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტსა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, 1897–1898  წლებში მონპელიეს(საფრანგეთი) სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში, შემდეგ პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტსა და უნივერსიტეტის მსმენელი იყო.

1902 წლიდან დაიწყო კავკასიის ბოტანიკის შესწავლა, რასაც მიუძღვნა თითქმის მთელი თავისი მეცნიერული მოღვაწეობა. 1906 წლიდან მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1918–1921 წლებში იყო ამ მუზეუმის დირექტორი, 1923–1924 წლებში თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. 1925 წლიდან ლენინგრადის მემცენარეობის ინსტიტუტში მოღვაწეობდა. 1925–1926 წლებში ხელმძღვანელობდა პირველ საბჭოთა ბოტანიკურ ექსპედიციას ამერიკაში. იური ვორონინი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი სისტემატიკური ხასიათის ნაშრომები შესულია ფუნდამენტურ "Flora Caucasica Critika"-ში, აღმოაჩინა და აღწერა მცენარეთა მრავალი ახალი სახეობა. რუსი სისტემატიკოსი და ბიოლოგი. საქართველოს (განსაკუთრებით აფხაზეთის) ფლორისა და მცენარეულობის მკვლევარი. სისტემატიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.288


Share: