The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით სიხარულიძე

დავით სიხარულიძე
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ სიხარულიძე
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1953
გარდაცვ. თარიღი:21 აპრილი, 2025  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1975 წელს, ხოლო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით, 1982 წელს.

1995-1996წწ. სტაჟირება გაიარა აშშ-ში (Warner Bros.). დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ეფემერა" (ანიმაციური, 1982),  "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (ანიმაციური, 1984), "იაკობ გოგებაშვილი, ცხოვრება და მოღვაწეობა" (დოკუმენტური, 2000), "გავარდნილები" (ანიმაციური, 2008), "ცრუპენტელა აღმზრდელი" (ანიმაციური, 2011); სცენარის ავტორია ფილმების: "ეფემერა"(ანიმაციური, 1982), "ჭირი" (ანიმაციური, 1983), "გავარდნილები"(ანიმაციური, 2000);  პროდიუსერია ფილმის: "გავარდნილები" (ანიმაციური, 2008); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ჭირი" (ანიმაციური, 1983), "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (ანიმაციური, 1984). ანიმაციური ფილმისთვის "ჭირი" (სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი) 1984 წელს მიღებული აქვს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.159; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა - განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი ორგანიზაციული, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

გააზიარე: