The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე სლოვინსკი

ალექსანდრე სლოვინსკი
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1959 წელს.

აკადემიაში სწავლის პერიოდში გაიცნო და დაუმეგობრდა თანაკურსელებს იური ჩიკვაიძეს და ოლეგ ქოჩაკიძეს. მათთან ერთად მოგვიანებით შექმნა ჯგუფი "სამეული", რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე დიდი როლი ითამაშა საქართველოს სამხატვრო ცხოვრებაში, სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის აღმავლობაში. 1957 წლიდან შემოქმედებით გაერთიანება "სამეულში" იღებს მონაწილეობას გამოფენებში; 1959 წლიდან მრავალი კინოფილმის, მულტიპლიკაციურუი ფილმის, და თეატრალური სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი თბილისის, ბათუმის, მოსკოვის, კიევის, პრაღის თეატრებში ("სამეულის" შემადგენლობაში); 1976-1991წწ. იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი. შექმნა მრავალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975); სცენარის ავტორია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია"(ანიმაციური, 1970), "რერო მასპინძლობს" 1971), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975), "სიზმარა" (ანიმაციური, 1986), "უკვდავი სული" (დოკუმენტური, 1987) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; პერსონალური ბლოგი:     alexanderslovinsky.wordpress.comწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.209

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1961-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1971-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1965-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: