The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ნამგალაძე

დიმიტრი ნამგალაძე
Date of birth:1 June, 1904
Date of death:3 July, 1957  (at 53 years)
Burial location:ქ. სევასტოპოლი, უკრაინა
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აბანოეთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1924 წელს, ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია 1936 წელს.

დაინიშნა შავი ზღვის ფლოტის დაზვერვის უფროსის მოადგილედ. 1938 წლიდან უფროსად. 1941-1945წწ. მონაწილეობდა ოდესისა და სევასტოპოლის დაცვაში, ქერჩ-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაციაში (1941). მისხაკოს რაიონში "მცირე მიწაზე", პირველი სადესანტო რაზმების გადასხმაში (1943). გენერალ-მაიორი (1949). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების რამდენიმე ორდენი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.307; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1926-)

Awards and Honors

  • ლენინის ორდენი

Share: