შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვადიმ სუდაკოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის ინსტიტუტი. დააარსა არაერთი საგუნდო კოლექტივი, მათ შორის: მოსკოვის ბიჭუნათა კაპელა, გნესინების ინსტიტუტის ახალგაზრდული საოპერო და კამერული გუნდი; იყო სსრკ სახელმწიფო ტელერადიო აკადემიის გუნდის დირიჟორი და ხელმძღვანელი; 1992 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის სახელმწიფო საკონცერტო-თეატრალური საგუნდო კაპელის დამაარსებელი, ხელმძღვანელი და დირიჟორი; გნესინების მუსიკალური აკადემიის პროფესორი; ქართული რეპერტუარი, კანტატა-ორატორია: ა. აჯაპუა "ეფრემ ეშბა"(1974), "აფხაზეთის დიდი კედელი"(1974), "აფხაზეთის მიწის მომღერალი"(1974), "აბრსკილ"(1977), "ფიქრები სამშობლოზე"(1977), აგრეთვე ო. თაქთაქიშვილის, მ. ფარცხალაძის ნაწარმოებები; საქართველოში, აფხაზეთში მოღვაწე რუსი დირიჟორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 439 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |