The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდონ სულაბერიძე

ფრიდონ სულაბერიძე
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრებისთანავე 1959 წელს მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის VII მსოფლიო სტუდენტთა და ახალგაზრდობის ფესტივალზე და ფესტივალის ოქროს მედალი და ლაურეატის წოდებაც მოიპოვა.1960 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში მიიღეს მოცეკვავე მსახიობად. მალე ანსამბლის წამყვანი სოლისტი გახდა. იგი ანსამბლის პროგრამით გათვალისწინებულ თითქმის ყველა ცეკვაში მონაწილეობდა. გამოირჩეოდა მისი "აჭარული", "ძველი თბილისის სურათები", "ქართული". 1962 წელს ჩატარდა ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა პირველი რესპუბლიკური კონკურსი, სადაც მან მოცეკვავე დოლაბერიძესთან ერთად "ქართულის" შესრულებისათვის ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. ასევე, 1968 წელს ინდივიდუალურ შემსრულებელთა III რესპუბლიკური კონკურსის ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი მიაკუთვნეს. 1975 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფია.  დადგა ცეკვები ჯ. და ვ. კახიძეები ოპერაში "ბარბალე"(1986, პრემიერა). 1957 წელს გახდა ვარნის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (ბულგარეთი) გახდა. გასტროლებით შემოიარა 60-ზე მეტი ქვეყანა. 2011 წელს გაიხსნა მისი ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 440; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.366; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.112-113

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • 1971 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: