Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრიდონ სულაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრებისთანავე 1959 წელს მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის VII მსოფლიო სტუდენტთა და ახალგაზრდობის ფესტივალზე და ფესტივალის ოქროს მედალი და ლაურეატის წოდებაც მოიპოვა.1960 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში მიიღეს მოცეკვავე მსახიობად. მალე ანსამბლის წამყვანი სოლისტი გახდა. იგი ანსამბლის პროგრამით გათვალისწინებულ თითქმის ყველა ცეკვაში მონაწილეობდა. გამოირჩეოდა მისი "აჭარული", "ძველი თბილისის სურათები", "ქართული". 1962 წელს ჩატარდა ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა პირველი რესპუბლიკური კონკურსი, სადაც მან მოცეკვავე დოლაბერიძესთან ერთად "ქართულის" შესრულებისათვის ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. ასევე, 1968 წელს ინდივიდუალურ შემსრულებელთა III რესპუბლიკური კონკურსის ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი მიაკუთვნეს. 1975 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფია. დადგა ცეკვები ჯ. და ვ. კახიძეები ოპერაში "ბარბალე"(1986, პრემიერა). 1957 წელს გახდა ვარნის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (ბულგარეთი) გახდა. გასტროლებით შემოიარა 60-ზე მეტი ქვეყანა. 2011 წელს გაიხსნა მისი ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 440; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.366; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.112-113 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |