The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ სუმბათაშვილი

თეიმურაზ სუმბათაშვილი
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1968 წელს.

1972-1975წწ. იყო თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის მთავარი მხატვარი; 1982-1988წწ. საქართველოს ტელევიზიის დამდგმელი მხატვარი; 1984-1985წწ. თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი მხატვარი; 1985 წლიდან ქ. სიღნაღის თეატრ-სტუდიის მთავარი მხატვარი; ქართული რეპერტუარი, 50-ზე მეტი დადგმა, მათ შორის: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ო. თაქთაქიშვილი "მინდია" (1970, ერევნის საოპერო თეატრი, 1974, ზაარბრუკენი); 1992-1995წწ.  საქართველოს მე-3 მოწვევის პრლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 440; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.316

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

გააზიარე: