შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟან სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1952 წელს. ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "სახელგამში". 1972 წელს ნოდარ დუმბაძის ინიციატივით მუშაობა დაიწყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქციაში; 1975 წლიდან იყო პასუხისმგებელი მდივანი; 1997 წლიდან - მთავარი რედაქტორია; პარალელურად ხელმძღვანელობდა გამომცემლობა "სამშობლოს" (1997-1999წწ.- დირექტორის მოადგილე). ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.710; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |