შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შარლოტენბურგ ბერლინის (გერმანია) უმაღლესი ტექნიკური სკოლის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება 1927 წელს. 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოში; 1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი ხელმძღვანელობით 30-60-იან წლებში შედგა რამდენიმე ქალაქის (ფოთი, ბათუმი და სხვა) ახალი მუშათა დასახლებების, კურორტების (მალთაყვა, ქობულეთი და სხვა) გენერალური დაგეგმარების პროექტი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში - სპეციალისტების საცხოვრებელი სახლის კომპლექსი (1930; მ. შავიშვილთან ერთად), ჩაის საწონი ფაბრიკა (1937) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქალაქმშენებლობითი დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.710; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.459 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |