The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნიკოლაიშვილი

ალექსანდრე ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1898
გარდაცვ. თარიღი:1977  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა შარლოტენბურგ ბერლინის (გერმანია) უმაღლესი ტექნიკური სკოლის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება 1927 წელს.

1928 წლიდან მუშაობდა საქართველოში; 1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი ხელმძღვანელობით 30-60-იან წლებში შედგა რამდენიმე ქალაქის (ფოთი, ბათუმი და სხვა) ახალი მუშათა დასახლებების, კურორტების (მალთაყვა, ქობულეთი და სხვა) გენერალური დაგეგმარების პროექტი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში - სპეციალისტების საცხოვრებელი სახლის კომპლექსი (1930; მ. შავიშვილთან ერთად), ჩაის საწონი ფაბრიკა (1937) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქალაქმშენებლობითი დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.710; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.459

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: