შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ სუმბათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1942 წელს. 1944-1948წწ. და 1954-1956წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 1944-1947წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი, თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მხატვარი (1948-1962); 1962-1972წწ. და 1990 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის მთავარი მხატვარი; 1972-1988წწ. მოსკოვის ვახტანგოვის თეატრის მთავარი მხატვარი; ქართული სპექტაკლები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1953, 1966, თბილისი), "დაისი" (1957), შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა" (1961, კ. კუკულაძესთან ერთად, თბილისი), ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა"(1972, მოსკოვი), კინოფილმები: "ქეთო და კოტე" (1948), "მაგდანას ლურჯა" (1955): სხვა მუსიკალური დადგმები: ჩაიკოვსკი "პიკის ქალი" (1972, ზაარბრუკენი), გლინკა "რუსლან და ლუდმილა" (1972, მოსკოვის დიდი თეატრი), ა. პეტროვი "პეტრე I", ბალეტი "პუშკინი"; სცენოგრაფი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 441 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |