The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალა სხირტლაძე-ზუკაკიშვილი

დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1967 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს(მუსიკის ისტორია).

1975-1991წწ. იყო თბილისის N16 მუსიკალური სკოლის პედაგოგი, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1991წწ. ქ. მოსკოვის მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1991-2008წწ. მოსკოვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის(НИИПРО) ფსიქოლოგიისა და აღზრდის განყოფილების გამგე, 2007 წლიდან პროფესორი; მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ხელოვნების გაკვეთილები როგორც ესთეტიკური აღზრდის საშუალება", დაიცვა 1978 წელს.

 სადოქტორო დისერტაციის თემა - "Философия детского художественного творчества"(философско-эстетический анализ, МГУС ესთეტიკის კათედრა), დაიცვა 2005 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 442

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: