The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ტაბახმელაშვილი

გივი ტაბახმელაშვილი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთაბვრა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული საბალეტო სტუდია.

1935-1977წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე, 1976-1977წწ. ამავე თეატრის რეპეტიტორი, 1978-1982წწ. სამხატვრო-საწარმოო სახელოსნოების დირექტორი; 1983-1984წწ. და 1987-1991წწ. გურჯაანის კულტურის სახლის დირექტორი; 1991 წლიდან გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორი; ქართული რეპერტუარი: სარდალი (დ. თორაძე "გორდა"), კვიპროსელი (ა. მაჭავარიანი "ოტელო"); მონაწილეობდა სპექტაკლებში: ა. ბალანჩივაძე "მთების გული", გლიერი "წითელი ყაყაჩოები"; ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ბიზე "კარმენი", ვერდი "აიდა"; გასტროლები: ავსტრია, პოლონეთი, ინდონეზია, ბირმა, აფრიკის ქვეყნები, ინგლისი, უნგრეთი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, იაპონია, ფინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია (საბალეტო დასთან ერთად); ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 444; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.231

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • ქალაქ გურჯაანის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: