The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ნინიძე

ვიქტორ ნინიძე
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1888
გარდაცვ. თარიღი:1975  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი.

1904 წლიდან მონაწილეობდა სოფლის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მოღვაწეობდა ჭიათურის თეატრში; 1909-1921წწ. და 1922-1924წწ. მუშაობდა თბილისის სახალხო სახლში მსახიობად; 1921 წელს სამაზრო ხელისუფლების დავალებით ოზურგეთში ჩამოაყალიბა პროფესიული თეატრი; 1924-1928წწ. რეჟისორ-მსახიობად მოღვაწეობდა სხვადასხვა კლუბთან არსებულ დრამწრეებში; იყო თბილისის სანკულტურის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი; 1928-1962წწ. - მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; დიდი დამაჯერებლობით ასახიერებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: დათია ("ქრისტინე", ე. ნინოშვილის მიხედვით), გიორგი (ნ. ნაკაშიძის "კაცის სამართალი"), ბოქაული (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), სტეფანე (ს. ბელოის "უმუშევარნი") და სხვა. საუკეთესო დადგმებს შორისაა ი. ეკალაძის "ნომერი 21 ჯვრით", ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი", ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", გ. ბერძენიშვილის "ოქროს ვერძი", შ. დადიანის "გუშინდელნი", ჰ. იბსენის "მოჩვენებანი" და სხვა. იგი ავტორია პიესებისა: "სამწუხარო შედეგი", "თითო ჭიქა", თბილისში არის ვიქტორ ნინიძის სახელობის ქუჩა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.712

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: