The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ნინიძე

ვიქტორ ნინიძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1920
გარდაცვ. თარიღი:2001  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო 1934 წელს თბილისის სანკულტურის თეატრში, სადაც იმუშავა 1949 წლამდე. 1949-1971წწ. იყო სოხუმის ს. ჭანბას სახ. სახელმწიფო თეატრის ქართული დასის მსახიობი, ხოლო 1971 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. ბოლო წლებში პარალელურად მონაწილეობს სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებში, რომლებიც იმართება თბილისში. ასრულებს უპირატესად სახასიათო როლებს. მისი თამაში გამოირჩევა უშუალობით, სისადავით, პროფესიონალიზმით. საუკეთესო როლები: პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), სურენი (ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის"), ებრაელი (ვ. ჰიოგოს "მარია ტიუდორი"), არქიფო (გ. ქელბაქიანის "სევდიანი რომანი"), ხახული (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გიორგი (კ. ლორთქიფანიძია "კოლხეთის ცისკარი"), გაგუა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), რივერსი (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: ზვამბა ("დათა თუთაშხია"), კარპოვიჩი ("კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის"), არქიფო ("სოფლის არშიყი"), მოხუცი ("ზნედაცემული ანგელოზი"), დავითი ("წუთისოფელი") და სხვა. აქვს პიესები: "თავდასხმა ღამით", "მოულოდნელი სტუმარი", "შეხვედრა დღეობაზე" და სხვა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.712; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.369; სოხუმის დრამატული სახელმწიფო თეატრი: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების მედალი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, რაჭული ფოლკლორის გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: