The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



მიხეილ ზაგიუ

მიხეილ ზაგიუ
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1875
გარდაცვ. თარიღი:7 ივნისი, 1951  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1892 წელს, 1894 წელს კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი სანქტ-პეტერბურგში.

მსახურობდა ყაბარდოს მე-80 ქვეით პოლკში და კავკასიის I მსროლელ ბატალიონში. 1917 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1918 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. იყო უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი, საველე შტაბის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 1921 და 1926 წლებში ორჯერ იყო დაპატიმრებული. 1932 წლიდან კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სამხედრო-ქიმიურ აკადემიაში. 1936 წელს მიენიჭა ბრიგადის ინტენდანტის სამხედრო წოდება. ავტორია წიგნებისა სამხედრო სფეროში. დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის, წმინდა სტანისლავის, წმინდა ანას სხვადასხვა ხარისხის, აგრეთვე საბჭოთა ორდენებითა და მედლებით. საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი(1940), სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი(1933), გენერალ ნიკოლოზ ზაგიუს ძმა. დედა ქართველი ჰყავდა(ყარანგოზიშვილი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.297

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: