შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ზაგიუ![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხედრო გიმნაზია, 1884 წელს კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი და 1892 წელს გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემია სანქტ-პეტერბურგში (I თანრიგით). ჯარში მსახურობდა 1882 წლიდან-კავკასიის I მსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში შუა აზიაში. 1902–1905 წლებში იყო კავკასიის გრენადერთა დივიზიის შტაბის უფროსი, 1905–1917 წლებში თბილისის სამხედრო სასწავლებლის უფროსი. 1910 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1917–1922 წლებში სამხრეთ რუსეთში იყო თეთრი მოძრაობის მონაწილე. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917). მიღებული აქვს სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენი. გენერალ მიხეილ ზაგიუს უფროსი ძმა. დედა ქართველი ჰყავდა (ყარანგოზიშვილი). გარდაცვალების თარიღი უცნობია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.297 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |