The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ზაგიუ

ნიკოლოზ ზაგიუ
Date of birth:24 November, 1866
Date of death:1953  (at 86 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო გიმნაზია, 1884 წელს კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი და 1892 წელს გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემია სანქტ-პეტერბურგში (I თანრიგით).

ჯარში მსახურობდა 1882 წლიდან-კავკასიის I მსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში შუა აზიაში. 1902–1905 წლებში იყო კავკასიის გრენადერთა დივიზიის შტაბის უფროსი, 1905–1917 წლებში თბილისის სამხედრო სასწავლებლის უფროსი. 1910 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1917–1922 წლებში სამხრეთ რუსეთში იყო თეთრი მოძრაობის მონაწილე. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917). მიღებული აქვს სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენი. გენერალ მიხეილ ზაგიუს უფროსი ძმა. დედა ქართველი ჰყავდა (ყარანგოზიშვილი). გარდაცვალების თარიღი უცნობია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.297

Awards and Honors

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

Share: