შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იეჟი ზაგურსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი, უკრაინა. ეწეოდა ჟურნალისტურ და თეატრალურ მოღვაწეობას. 1961 წელს გამოცემულ ქართული პოეზიის ანთოლოგიაში გამოაქვეყნა "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტების თარგმანი. პოემის სრული თარგმანი, ი. ბრაუნის კონსულტაციით, გამოაქვეყნა კრაკოვში 1976 წელს. 1985 წელს გამოცემულ ქართული პოეზიის ანთოლოგიაში კვლავ შეტანილია "ვეფხისტყაოსნის" ზაგურსკისეული თარგმანი, აგრეთვე ირაკლი აბაშიძის, სიმონ ჩიქოვანის, გიორგი შატბერაშვილის, იოსებ ნონეშვილის, ოთარ შალამბერიძისა და სხვათა ლექსების მისეული თარგმანები. განათლებით იურისტი. პოლონელი პოეტი და მთარგმნელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.297
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |