შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ნანობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ერევნის საკავშირო ზოოტექნიკური-სავეტერინარო ინსტიტუტი 1932 წელს. 1957-1959წწ. საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტენარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 1959 წლიდან საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიის გნყოფილების გამგე. იკვლევდა ვეტერინარიის ტოქსიკოლოგიის საკითხებს, რაც დაკავშირებული იყო მინერალური, მინერალურ-ორგანული, ორგანულ-სინთეზური და მცენარეული წარმოშობის შხამების ტოქსიკოლოგიურ შესწავლასთან. საქართველოში პირველად შეისწავლა ვეტერინარიის ფოტოქსიკოლოგიის საკითხები. მას ეკუთვნის ვეტერინარიის როქსიკოლოგიის სახელმძღვანელო და სხვა ნაშრომები. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1974). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.312; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.293 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |