The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ნანობაშვილი

დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1989  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, ვეტერინარი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა ერევნის საკავშირო ზოოტექნიკური-სავეტერინარო ინსტიტუტი 1932 წელს.

1957-1959წწ. საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტენარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 1959 წლიდან საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიის გნყოფილების გამგე. იკვლევდა ვეტერინარიის ტოქსიკოლოგიის საკითხებს, რაც დაკავშირებული იყო მინერალური, მინერალურ-ორგანული, ორგანულ-სინთეზური და მცენარეული წარმოშობის შხამების ტოქსიკოლოგიურ შესწავლასთან. საქართველოში პირველად შეისწავლა ვეტერინარიის ფოტოქსიკოლოგიის საკითხები. მას ეკუთვნის ვეტერინარიის როქსიკოლოგიის სახელმძღვანელო და სხვა ნაშრომები. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1974). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.312; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.293

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1932-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: