The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონარდ ზაგურსკი

დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1827
გარდაცვ. თარიღი:1891  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაქშინო, ვოლინის გუბერნია.

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1849 წელს.

1850 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თბილისში. რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრი(1851 წლიდან) და მისი კავკასიის განყოფილების საქმეთა მმართველი(1876 წლიდან). 1850–1870 წლებში იყო თბილისის I ვაჟთა გიმნაზიის, ხოლო 1870–1888 წლებში თბილისის რეალური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებელი, 1888–1891 წლებში კავკასიის მთავარმართებლის სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე. ლეონიდ ზაგურსკის ეკუთვნის მრავალრიცხოვანი შრომები კავკასიის ხალხთა ისტორიის და ეთნოგრაფიის საკითხებზე. თანამშრომლობდა კავკასიის მუზეუმთან(საქართველოს  ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი). იყო პერიოდული გამოცემების-"Сборник сведений о Кавказе", "Кавказский календарь", "Сборник материалов для описания Тифлисской губернии" აქტიური თანამშრომელი. მეგობრობდა მოწინავე ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან. საზოგადო მოღვაწე, კავკასიისმცოდნე. გარდაიცვალა თბილისში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.297

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1851-)

გააზიარე: