შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ნართიკოევი![]()
ბიოგრაფიადაიბადა: სოფელი ქვემო ხალაწანი, ახმეტის რაიონი. დაამთავრა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1953 წელს. პირველი ნაწარმოებები გამოქვეყნდა პერიოდულ პრესაში 50-იან წლებში. პოეტური და პროზაული ნაწარმოებები გამოიცა ცალკე კრებულად ("სიყვარულის ნაპერწკლები", 1956; "ოსეთის მთებიდან ციმბირამდე", "მე და ის ქალიშვილი", 1964; "თხზულებები", 1968). ოსურ ენაზე თარგმნა დ. გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. ტაბიძის, ი. აბაშიძის ლექსები და პოემები, ე. ნინოშვილის, ლ. ქიაჩელის, ა. ბელიაშვილის, ა. ქუთათელის პროზაული ნაწარმოებები. ავტორია სტატიებისა მხატვრული თარგმანის საკითხებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.320 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |