The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ნართიკოევი

ოფიციალური სახელი:მიხეილ ნართიხთი
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1967  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა: სოფელი ქვემო ხალაწანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1953 წელს. 

პირველი ნაწარმოებები გამოქვეყნდა პერიოდულ პრესაში 50-იან წლებში. პოეტური და პროზაული ნაწარმოებები გამოიცა ცალკე კრებულად ("სიყვარულის ნაპერწკლები", 1956; "ოსეთის მთებიდან ციმბირამდე", "მე და ის ქალიშვილი", 1964; "თხზულებები", 1968). ოსურ ენაზე თარგმნა დ. გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. ტაბიძის, ი. აბაშიძის ლექსები და პოემები, ე. ნინოშვილის, ლ. ქიაჩელის, ა. ბელიაშვილის, ა. ქუთათელის პროზაული ნაწარმოებები. ავტორია სტატიებისა მხატვრული თარგმანის საკითხებზე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.320

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1957-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: