შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ია სუხიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 2001 წელს. ამავე წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. რუსთაველის თეატრში განსახიერებული როლები: ოფელია (უილიამ შექსპირი, "ჰამლეტი", რეჟისორი რობერტ სტურუა, 2001 წ.), ჯულიეტა (უილიამ შექსპირი, "რომეო და ჯულიეტა", რეჟ. გია მარგველაშვილი, 2002 წ.), მაგდა (ირაკლი სამსონაძის კომედიაში "ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი", რეჟ.: რ. სუტურა, ანდრო ენუქიძე, 2006 წ.), ანა (მაქს ფრიშის კომედიაში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები", რეჟ. რ. სტურუა, გურამ ბრეგაძე) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "აღსარება"(2004), "კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბახში 2)" (იანას მეგობარი, 2009), "ერთ კაცს ვუყვარდი" (2012), "საზღვარზე" (ჯულიეტა, 2013), "შემთხვევითი პაემნები" (2013) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |