The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეო ფილფანი

ლეო ფილფანი
Legal name:ლევან ფილფანი
Date of birth:6 June, 1934
Date of death:5 August, 1995  (at 61 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობდა მსახიობად სოხუმის თეატრში; 1973 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1955 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. გადაღებულია ფილმებში: "ცისკარა" (1955), "ჩვენი ეზო" (1956), "ალავერდობა" (მთიელი, 1962), "ხევსურული ბალადა" (თორღვაი, 1965), "მთვარის მოტაცება" (ჯამლეტ ტარბა, 1973), "დაუვიწყარი დღე" (ბიჭების მამა, 1977), "დაბრუნება" (1977), "დათა თუთაშხია" (ბოდღო ყვალთავა, 1978), "ბეღურების გადაფრენა" (1980), "მარადისობის კანონი" (მანუჩარ კიკვაძე, 1982), "ექვსი თოვლიანი დღე" (1986), "უძინართა მზე" (1992), "წითელი პატეფონი" (1995) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: