The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ზაზაშვილი

შოთა ზაზაშვილი
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უდე, ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის  ფაკულტეტი 1969 წელს.

1968–1989 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე. 2003–2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის მათემატიკისა და ასტრონომიის კათედრის გამგე, 2005–2007 წლებში ამავე ფილიალის დირექტორი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის დეპარტამენტში. შოთა ზაზაშვილის კვლევის სამეცნიერო მიმართულებებია: დრეკადობის თეორიის სტატიკის ძირითადი, შერეული და საკონტაქტო ამოცანების მათემატიკური მოდელირება და გამოკვლევა, თხელი ანიზოტროპული დრეკადი ფირფიტის ღუნვის ძირითადი და შერეული სასაზღვრო ამოცანები, მრავალგანზომილებიანი ფიზიკური ველების ურთიერთქმედების მათემატიკური ამოცანები კომპოზიტური დრეკადი სხეულებისათვის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.300


გააზიარე: