The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ ზაზაძე

სიმონ ზაზაძე
Date of birth:10 January, 1933
Date of death:5 October, 2016  (at 83 years)
Burial location:ქ. სტამბოლი, თურქეთი
Category:Businessmen, Manufacturer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: თურქეთი.

დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტიტი.

დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლონდონში. 1962–1982 წლებში სიმონ ზაზაძე მამასთან ერთად აფინანსებდა პარიზში გამომავალ "ბედი ქართლისას" ფრანგულენოვან გამოცემას. ისინი ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვადასხვა ქართულ გამოცემებს, მათ შორის ჟურნალებს "ფიროსმანსა" და "ჩვენებურებს"(სტამბოლი). ვაჟიშვილთან ერთად იყო თურქეთში 2000 წელს დაარსებული თურქეთ-საქართველოს კულტურული და განათლების ფონდის საბჭოს წევრი, სტამბოლში მდებარე ქართველ კათოლიკეთა ეკლესიისა და მონასტრის პატრონი. იგი 2006 ესტუმრა ისტორიულ სამშობლოს-სოფელ უდეს (ახალციხე). სიმონ ზაზაძემ ძალიან დიდი რისკის ფასად ლიბანიდან თურქეთში ჩამოიტანა და კათოლიკეთა მონასტერს ჩააბარა კათოლიკე მღვდლის შალვა ვარდიძის არქივი. ბათუმის, ქუთაისის, თბილისის ივ. ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის სიმონ ზაზაძის მეცენატობით გაკეთებული პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი. ქართული კულტურის მოღვაწე თურქეთში, საზოგადო მოღვაწე, მეცენატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.300; sknews.ge

Awards and Honors

  • 2007 - ღირსების ორდენი
  • 2006 - ახალციხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1996 - საქართველოს საპატიო მოქალაქე
  • ახალციხის საპატიო მოქალაქე

Share: