შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნაფეტვარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუამთა, ახლანდელი ვანის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1939 წელს. 1941-1942წწ. დიდი სამამულო ომის მონაწილე. გმირულად დაიღუპა სევასტოპოლის მახლობლად. პირველი ლექსი 1936 წელს დაბეჭდა გაზეთ "სტალინელში". ლექსებისა და პოემების პირველი კრებული "გაფრენილი დურაჯი" 1957 წელს გამოქვეყნდა. პოეტური და პროზაული ნაწარმოებების ძირითადი მოტივებია სიყვარული, პატრიოტიზმი, მოწოდება შემოსეულ მტერთან დაუნდობელი ბრძოლისაკენ (კრებულები: "დაუმთავრებელი ბალადა", 1961; "სიყვარული", 1965; "ლექსები. ბალადები. პოემები. მოთხრობები. ფრონტული წერილები", 1970; "ნახვამდის", 1979). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.332 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |