შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს; ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად, პარალელურად მუშაობდა კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის ხელოვნების პედაგოგად. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "უსახელო უფლისციხელი" (1968) "მინდვრის ყვავილი" (1974), "სინას მთა" (1990), "ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან" (დოკუმენტური, 2006) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "უსახელო უფლისციხელი" (1968) "მინდვრის ყვავილი" (1974), "სინას მთა" (1990), "ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან"(დოკუმენტური, 2006) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ყვავილი თოვლზე" (1959), "კეთილი ადამიანები" (1961), "ზღვის შვილები" (1964), "ვარიაცია "ოტელოს" თემაზე" (2003), "ხუთი ვარიაცია" (2006) და სხვ. წყარო: საქართველოს კინოაკადემია: facebook.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.184; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |