The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ღლონტი

კარლო ღლონტი
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:28 სექტემბერი, 2015  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს; ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად, პარალელურად მუშაობდა კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის ხელოვნების პედაგოგად. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "უსახელო უფლისციხელი" (1968) "მინდვრის ყვავილი" (1974), "სინას მთა" (1990), "ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან" (დოკუმენტური, 2006) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "უსახელო უფლისციხელი" (1968) "მინდვრის ყვავილი" (1974), "სინას მთა" (1990), "ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან"(დოკუმენტური, 2006) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ყვავილი თოვლზე" (1959), "კეთილი ადამიანები" (1961), "ზღვის შვილები" (1964), "ვარიაცია "ოტელოს" თემაზე" (2003), "ხუთი ვარიაცია" (2006) და სხვ.

წყარო: საქართველოს კინოაკადემია: facebook.comწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.184; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული სატელევიზიო კინოს განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: