შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ნახუცრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. 1934 წლიდან მუშაობდა საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიაში ბოტანიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1969 წლიდან ამავე ინსტიტუტის მდელოსნობის ჯგუფის ხელმძღვანელია. შეისწავლა საქართველოს ზამთრისა და ზაფხულის სათიბ-საძოვრები. მისი ძირითადი ნაშრომებია: "ჯავახეთის ძიგვიანები და მათი გაუმჯობესება" (1947); "აღმოსავლეთ საქართველოს ზამთრის საძოვრების ძირითადი ფორმაციების ბალახნარის დინამიკა" (1958), "მაღალმთის საძოვრების წარმადობის დინამიკა" (1963) და სხვა. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), ბოტანიკოსი (გეობოტანიკოსი, მდელოთმცოდნე), მდელოთმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.355 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |