The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბონდო შოშიტაიშვილი

ბონდო შოშიტაიშვილი
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 2022  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ანიმატორი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი მხატვარ-დეკორატორის სპეციალობით 1959 წელს; 1961 წელს მოსკოვში დაამთავრა "სოიუზმულტფილმთან" არსეუბლი მხატვარ - ანიმატორთა სკოლა-სტუდია; 1973-1978წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის კინომცოდნეობის განყოფილებაზე.

1961-1976წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მულტგაერთიანებაში მხატვრად, მხატვარ-ანიმატორად და რეჟისორად; 1976 წლიდან ანიმაციური ფილმების სტუდია "ორბის" რეჟისორი; 1996 წლიდან ამავე სტუდიის დირექტორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ქვასანაყი" (ანიმაციური, 1976), "კაცუნები" (ანიმაციური, 1978), "ფაკირი"(ანიმაციური, 1979), "პროფილი და ანფასი" (ანიმაციური, 1988), "ალიყური" (ანიმაციური, 1989), "განხეთქილების ვაშლი" (ანიმაციური, 2003) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "კაცუნები" (ანიმაციური, 1978), "ფაკირი"(ანიმაციური, 1979), "პროფილი და ანფასი" (ანიმაციური, 1988), "ალიყური"(ანიმაციური, 1 989), "განხეთქილების ვაშლი" (ანიმაციური, 2003) და სხვ.; ანიმატორია ფილმების: "გმირი" (ანიმაციური, 1963), "ბომბორა" (ანიმაციური, 1968), "ქვასანაყი" (ანიმაციური, 1976) და სხვ. ფილმისთვის "ალიყური" მიღებული აქვს რუსეთის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი პრემია "ნიკე" (1990). 2016 წელს საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ეპოქის ფრაგმენტებმა" ბონდო შოშიტაიშვილზე ფილმი გადაიღო.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geსაინფორმაციო - პოლიტიკური, საზოგადოებრივ - შემეცნებითი პორტალი - ქართული აზრი: qartuliazri.reportiori.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.265

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის კინოაკადემია, საპატიო წევრი (2002-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მულტიპლიკაციური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

გააზიარე: