The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ნოდია

გივი ნოდია
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1948
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 2005  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1976-1978წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"; 1967-1975წწ. იყო თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი; უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 314 მატჩი (93 გოლი), სსრკ ნაკრებში - 20 მატჩი (5 გოლი); 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 1972 წელს ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი; სსრკ ჩემპიონატების ოთხგზის მესამე პრიზიორი (1967, 1969, 1971, 1972); გ. ფედოტოვის სახელობის კლუბის წევრი (110 გოლი); 1970 წელს სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი, ბომბარდირი (17 გოლი); ხუთჯერ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი თბილისის "დინამოს" ისტორიაში. გამოირჩეოდა საგოლე ალღოთი; 1982, 1985-1986წწ. მუშაობდა ქუთაისის "ტორპედოს" უფროს მწვრთნელად. ფეხბურთელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.714; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.49

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ფეხბურთის განვითარების, მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელთა მომზადებისა და აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1972 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: