The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ნოდია

მიხეილ ნოდია
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1891
გარდაცვ. თარიღი:4 აგვისტო, 1975  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტში; 1919 წელს ექსტერნად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1923-1934წწ. იყო თბილისის ფიზიკის (გეოფიზიკის) ობსერვატორიის მაგნიტური განყოფილების გამგე; 1925-1933წწ. - დირექტორი; 1939-1943წწ. - გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1933-1975წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ გეოფიზიკის კათედრას; 1941-1948წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრას. მისი ძირითადი შრომები ეხება დედამიწის მაგნეტიზმსა და სასარგებლო წიაღისეულის ძიების მაგნიტური მეთოდების დამუშავებას; 1931-1935წწ. მონაწილეობდა კავკასიის ტერიტორიის გენერალურ მაგნიტურ დაგეგმვაში; შეისწავლა კავკასიის ტერიტორიის მაგნიტური ველი და შეადგინა მისი განაწილების რუკები. მისი მეცნიერული ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შედგენილია დედამიწის მაგნიტური ველის კატალოგი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 1992 წელს მისი სახელი მიენიჭა გეოფიზიკის ინსტიტუტს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის მისი სახელობის კაბინეტი; დანიშნულია მისი სახელობის სტიპენდია; გეოფიზიკოსი, მაგნიტოლოგი, საქართველოში გეოფიზიკის მეცნიერების ფუძემდებელი. გეოფიზიკის ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, საზოგადოება "ცოდნის" ერთ-ერთი დამაარსებელი; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1938).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.714; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.211

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გეომაგნეტიზმისა და აერონომიის საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: