შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ არაგვის ერისთავი![]()
ბიოგრაფიაXVII საუკუნის I მეოთხედის პოლიტიკური მოღვაწე არაგვის ერისთავი და მკაცრი მებატონე. გიორგი სააკაძის სიმამრი. ცნობილი იყო თავისი გოროზი ხასიათით; 1603 წელს აუჯანყდა კახეთის მეფეს და ქართლის მეფის გიორგი X-ს ქვეშევრდომი გახდა. 1612 წელს გიორგი სააკაძესთან ერთად ირანში გაიქცა, მაგრამ მალე შაჰის ნებართვით სამშობლოში დაბრუნდა. იგი მკაცრი მეთოდებით ცდილობდა ბატონყმურ ურთიერთობათა დანერგვას მთაში; "კავკაზსკი კალენდარში" შემორჩენილი ზეპირი გადმოცემის მიხედვით, თბილისში მას მიეწერება ახლანდელი ნ. ბარათაშვილის ხიდის ადგილას ქვითკირის ბურჯებზე შემდგარი ორ- ან სამ-მალიანი ხიდის აგება. 1909 წელს "მუხრანის ხიდის" მშენებლობისას, სწორედ ამ ადგილას აუფეთქებიათ ძველთაგანვე შემორჩენილი ქვის ბურჯები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.715
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |