შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ტაბლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1997 წელს (მუსიკის თეორია), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნის სპეციალობით 2001 წელს. 2003-2005წწ. იყო თბილისის მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი; 2005-2006წწ. თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (პოლიფონია); 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიყავს ძირითადად პოლიფონიის, მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის და მუსიკის სტილების თეორიის კურსები; სხვადასხვა წლებში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტურის კოორდინატორი (2010-2013), სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013-2021), 2021 წლიდან სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; იკვლევს ქართულ მუსიკაში პოლიფონიის გამოვლინების შემთხვევებს; გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია; მიღებული აქვს მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში; არის თანაავტორი (დ. არუთინოვ-ჯინჭარაძესთან ერთად) ნაშრომისა "პოლიფონია ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში" (2016) და ასევე სამტომიანი ქრესტომათიისა "პოლიფონია ქართულ მუსიკაში". მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2013-დან). სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოლიფონიის როლი ქართულ კამერულ-ინსტრუმენტულ საანსამბლო მუსიკაში", დაიცვა 2006 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 445 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |