შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარდქეს ტალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლენინაკანი, სასომხეთი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1926 წელს(საკომპოზიციო). 1928-1934წწ. იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თბილისის მუსიკალური სტუდიის სომხური სექციის დირექტორი; 1934 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ქ. ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი, 1939 წლიდან დოცენტი; მოწაფეები: ა. არუთინიანი, ა. ბაბაჯანიანი, ე. ბაღდასარიანი, ე. მირზოიანი, ლ. სარიანი, ა. ხუდოიანი; თხზულებები: ოპერა "რუშანი ყარაფ"(1938, რუშანის კლდე), ვოკალურ-სიმფონიური სურათი "საკოლმეურნეო"(1942), საფორტეპიანო ტრიო(1945), სიმღერები; სომხური საკომპოზიციო პედაგოგიკის სკოლის ფუძემდებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 446
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |